ჩავი კრისტენსენისთვის საყრდენის პოზიციას განიხილავს » სპორტის ხაზი

ჩავი კრისტენსენისთვის საყრდენის პოზიციას განიხილავს

ჩავი კრისტენსენისთვის საყრდენის პოზიციას განიხილავს
17-01-2024, 14:38
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Mundo Deportivo წერს, ბარსელონას თავკაცი, ჩავი ერნანდესი ანდრეას კრისტენსენისთვის ახალი პოზიციის შერჩევას განიხილავს.

ზემოაღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ესპანელი აპირებს, რომ ანდრეასი არა მცველად, არამედ საყრდენად ათამაშოს, როგორც ეს გვარდიოლამ ჯონ სტოუნსის შემთხვევაში გააკეთა.

იქედან გამომდინარე, რომ დანიელს კარგად გამოსდის ბურთის ჩაჭრა, კარგადაა მომზადებული ფიზიკურად და გრძელ პასებსაც მშვენივრად აკეთებს, ჩავიმ მასში ალტერნატიული უნარების მქონე ფეხბურთელი დაინახა, თუმცა რამდენად გაამართლებს კრისტენსენი ახალ პოზიციაზე, ამას მხოლოდ პრაქტიკა გვიჩვენებს.

ცნობისთვის, ანდრეას კრისტენსენი 2023 წლის დანიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და გასაკვირი სულაც არაა, რომ მისი როლი ბარსელონაში სულ უფრო და უფრო იზრდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი