ხვიჩას ახალი პარტნიორი ეყოლება | ნაპოლიმ ბელგიელი ფორვარდი შეიძინა » სპორტის ხაზი

ხვიჩას ახალი პარტნიორი ეყოლება | ნაპოლიმ ბელგიელი ფორვარდი შეიძინა

ხვიჩას ახალი პარტნიორი ეყოლება | ნაპოლიმ ბელგიელი ფორვარდი შეიძინა
17-01-2024, 12:26
Aa Aa
გაზიარება:

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციის მიხედვით, ნაპოლიმ მორიგი ტრანსფერი გაჩარხა და ვერონადან სირილ ნგონჟი დაიმატა.

23 წლის ბელგიელი თავდამსხმელი 2023/2024 წლების სეზონის სერია A-ში სტაბილურად თამაშობს და მის ანგარიშზე 19 შეხვედრაში 6 გოლია.

როგორც დი მარციო წერს, აურელიო დე ლაურენტისს ახალგაზრდა ფორვარდის ტრანსფერი სულ რაღაც 15 მილიონი ევრო დაუჯდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლიმ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ერთი ტრანსფერი უკვე განახორციელა. მათ სალერნიტანას განაპირა მცველი, პასკუალე მაძოკი დაიმატეს, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.