ანჩელოტის "ტოტენჰემის" ვარსკვლავი სურს? | დეტალები » სპორტის ხაზი

ანჩელოტის "ტოტენჰემის" ვარსკვლავი სურს? | დეტალები

ანჩელოტის "ტოტენჰემის" ვარსკვლავი სურს? | დეტალები
27-10-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

გერმანული Sport 1-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სონ ჰინ მინი მზადაა, რომ კარიერაში მორიგი წარმატებული ნაბიჯი გადადგას და მადრიდის "რეალს" შეუერთდეს.

სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი გასულ სეზონში მოჰამედ სალაჰთან ერთად ინგლისის ჩემპიონატის თანაბომბარდირი 23 გატანილი გოლით გახდა. მიუხედავად იმისა, რომ "ტოტენჰემს" ტიტულების მოგება ძალიან უჭირს, სონი ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად მიიჩნევა, რაც როგორც ჩანს, ანჩელოტისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. Sport 1 წერს, რომ კორეელი ფეხბურთელი მზადაა ახალ კლუბში ითამაშოს მიუხედავად იმისა, რომ მას "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. გერმანული მედიის აზრით, სონის გადაწყვეტილებაში უმთავრეს როლს ტიტულების მოგება ითამაშებს, სადაც მადრიდის "რეალს" კონკურენტი პრაქტიკულად არ ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ სონ ჰინ მინს "ტოტენჰემის" მაისურით ამ სეზონის 16 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი