ტრანსფერი ბორნმუთიდან | ნაპოლი ჰამედ ტრაორეთი გაძლიერდება » სპორტის ხაზი

ტრანსფერი ბორნმუთიდან | ნაპოლი ჰამედ ტრაორეთი გაძლიერდება

ტრანსფერი ბორნმუთიდან | ნაპოლი ჰამედ ტრაორეთი გაძლიერდება
14-01-2024, 12:04
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნაპოლიმ მორიგი ტრანსფერი ინგლისური ბორნმუთიდან განახორციელა.

საქმე 23 წლის ჰამედ ტრაორეს ეხება, რომელსაც აურელიო დე ლაურენტისი 2023/2024 წლების სეზონის დასრულებამდე იჯარის წესით დაიმატებს.

იმ შემთხვევაში თუ ტრაორე იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გაამართლებს, მაშინ ნაპოლის მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლება.

ამპლუით ნახევარმცველ ტრაორეს სერია A-ში აქამდეც უთამაშია. მისი ყოფილი კლუბები სასუოლო და ემპოლი გახლავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი