ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ცენტრალურ კორტს დაუბრუნდა და თავისი პირველი შეხვედრა ვენის ტურნირზე, დანილ მედვედევთან გამართა.
შეხვედრის მსვლელობისას აშკარა იყო რუსი ჩოგბურთელის უპირატესობა, რაც შემდეგ, შედეგზეც აისახა - ნიკოლოზი ორ სეტში (6:2 ; 6:2) დამარცხადა და ვენის ტურნირს პირველი წრიდან გამოეთიშა.
ამგვარად, სტატისტიკას თუ გადავხედავთ 30 წლის სპორტსმენს ბოლო 10 მატჩში 9 მარცხი მოუგროვდა და ის ერთი გამარჯვებაც იმის წყალობით იზეიმა, რომ მეცის ტურნირის საწყის წრეში ბელგიელმა, ზიზუ ბერგსმა ტრავმა მიიღო და აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა ვერ შეძლო.
აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ნიკოლოზი ATP-ს რეიტინგში ისევ დაქვეითდა. ახლა ბასილაშვილი მსოფლიოს 103-ე ჩოგანია.