ვირტუსმა წააგო | თორნიკე შენგელია ლიდერებში არ ყოფილა » სპორტის ხაზი

ვირტუსმა წააგო | თორნიკე შენგელია ლიდერებში არ ყოფილა

ვირტუსმა წააგო | თორნიკე შენგელია ლიდერებში არ ყოფილა
8-01-2024, 14:39
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია ევროლიგაში უფრო წარმატებ ულად ასპარეზობს, ვიდრე იტალიის სერია A-ში. ბოლონიელებმა შიდა ჩემპიონატში მორიგი მატჩი წააგეს. ლუკა ბანკის გუნდი მე-15 ტურში სტუმრად რეჯანას ხვდებოდა და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 66:72 დათმო. ეს გახლდათ ბოლონიელთა მე-5 მარცხი საშინაო ჩემპიონატში.

შენგელიამ 16 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი არაზუსტი ჰქონდა.

ვირტუსი სერია A-ში 10 მოგების და 5 წაგების ბალანსით მხოლოდ მე-3 ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი 15 იანვარს, შინ ბრინდიზის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი