ერიკ დაიერი მიუნხენის "ბაიერნს" უახლოვდება - თუმცა ერთი პრობლემაა » სპორტის ხაზი

ერიკ დაიერი მიუნხენის "ბაიერნს" უახლოვდება - თუმცა ერთი პრობლემაა

ერიკ დაიერი მიუნხენის "ბაიერნს" უახლოვდება - თუმცა ერთი პრობლემაა
6-01-2024, 16:32
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელი ერიკ დაიერი და მიუნხენის "ბაიერნი" პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისური მედიაში ვრცელდება. ცენტრალური მცველის ბუნდესლიგაში იანვარშივე გადასვლის ალბათობა მაღალია, თუმცა პრობლემა ინგლისელის ამჟამინდელი კლუბია...

"დეზები" ამტკიცებენ, რომ მათსა და "რეკორდმაისტერს" შორის პირდაპირი კონტაქტი არ ყოფილა და თუ გერმანულ კლუბს ტრანსფერის განხორციელება იანვარშივე სურს, დაიერის გამოსასყიდი თანხა უნდა გადაიხადოს.

29 წლის ინგლისელს ტოტენჰემთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება. შესაბამისად, თუ "ბაიერნი" ზაფხულამდე მოიცდის, დაიერს უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს. მაგრამ როგორც ჩანს, მიუნხენურ კლუბში ტრანსფერის დახურვა ახლავე სურთ.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ დაიერს და კლუბის თავკაც პოსტეკოღლუს ერთმანეთთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვთ. ანგეს აზრით, ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს თავს არა ტრავმის, არამედ "ბაიერნის" ინტერესის გამო არიდებს.

დაიერი ტოტენჰემს 2014 წლის ზაფხულში "სპორტინგიდან" შეუერთდა და მას შემდეგ ლონდონური კლუბის ღირსებას იცავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი