ვირტუსმა დიდი სხვაობით მოიგო - შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო » სპორტის ხაზი

ვირტუსმა დიდი სხვაობით მოიგო - შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ვირტუსმა დიდი სხვაობით მოიგო - შენგელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო
6-01-2024, 14:29
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის შეხვედრაში ალბა ბერლინი დიდი ანგარიშით, 83-68 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე ჯამურად 23 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 12 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

ცნობისთვის, ვირტუს ბოლონია ევროლიგის მეორე ადგილს 14 მოგებითა და 5 წაგებით იკავებს, ისინი მხოლოდ მადრიდის რეალს ჩამორჩებიან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ იტალიური კლუბი თავის მომდევნო შეხვედრას რეჯო ემილიის წინააღმდეგ 7 იანვარს, 22:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი