"დიდი ენთუზიაზმით შემოგვიერთდა" - ანდრონიკაშვილის ახალი მწვრთნელის კომენტარი ქართველზე » სპორტის ხაზი

"დიდი ენთუზიაზმით შემოგვიერთდა" - ანდრონიკაშვილის ახალი მწვრთნელის კომენტარი ქართველზე

"დიდი ენთუზიაზმით შემოგვიერთდა" - ანდრონიკაშვილის ახალი მწვრთნელის კომენტარი ქართველზე
6-01-2024, 03:26
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი სარაგოსაში იმყოფება და ახალ კლუბში ვარჯიშობს.

რატიზე კომენტარი ესპანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა პორფირიო ფისაკმა გააკეთა:

"ანდრონიკაშვილი ის კალათბურთელია, რომელსაც კარგად ვიცნობთ, რადგანაც მას ესპანეთში უკვე უთამაშია. ის დიდი ენთუზიაზმით შემოგვიერთდა და ცდილობს, თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს. კარგი დამცველია და თამაშისთვის ტემპის მიცემა შეუძლია. რატი 2001-წლიანია და შესაბამისად, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო დამაჯერებელი ხდება. გვინდა, რომ ეს სეზონი ჩვენთან ერთად გაატაროს, შემდეგ კი, ვნახოთ, რა სიტუაცია გვექნება და ითამაშებს თუ არა სარაგოსაში მომავალშიც".

"სარაგოსას" ესპანეთის ჩემპიონატის 16 ტურის შემდეგ 7 მოგება და 9 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. ანდრონიკაშვილის ახალი კლუბი მომდევნო მატჩს 6 იანვარს "ბასკეტ ჟირონასთან" ჩაატარებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი