"ავსტრალიის ღია პირველობისთვის კარგად ვიქნები" - ჯოკოვიჩი მაჯის ტრავმაზე » სპორტის ხაზი

"ავსტრალიის ღია პირველობისთვის კარგად ვიქნები" - ჯოკოვიჩი მაჯის ტრავმაზე

"ავსტრალიის ღია პირველობისთვის კარგად ვიქნები" - ჯოკოვიჩი მაჯის ტრავმაზე
5-01-2024, 22:18
Aa Aa
გაზიარება:

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში ''united cup'' -ის მეოთხედფინალში ალექს დემინორს დაუპირისპირდა, მოგეხსენებათ ამ ტურნირში მოთამაშეები ნაკრების სახელით ასპარეზობენ და ჯოკოვიჩი ორ სეტში 6:4 6:4 დამარცხდა, შეხვედრის განმავლობაში ჯოკოვიჩს მაჯა აწუხებდა და ამაზე თამაშის დასრულების შემდეგაც ისაუბრა.

"დღეს არც მენტალურად და არც ფიზიკურად საუკეთესო კონდიციებში არ ვიყავი, თავის მხრივ, დემინორმა საოცარი ჩოგბურთი ითამაშა და სამწუხაროდ დავმარცხდი.

ჩემი ტრავმა ვფიქრობ საგანგაშო არ უნდა იყოს, და გრანდ სლემისთვის კარგად ვიქნები."

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში წლის პირველი დიდი სლემი 14 იანვარს დაიწყება და ამავე თვის 28 რიცხვში დასრულდება, მასში მონაწილეობას როგორც 10 გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ასევე რაფა ნადალიც მიიღებს მონაწილეობას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი