ჯორდან ტომპსონმა რაფა ნადალი დაამარცხა - ესპანელი ბრისბენის ტურნირს გამოეთიშა » სპორტის ხაზი

ჯორდან ტომპსონმა რაფა ნადალი დაამარცხა - ესპანელი ბრისბენის ტურნირს გამოეთიშა

ჯორდან ტომპსონმა რაფა ნადალი დაამარცხა - ესპანელი ბრისბენის ტურნირს გამოეთიშა
5-01-2024, 22:07
Aa Aa
გაზიარება:

რაფა ნადალი ავსტრალიაში ბრისბენის ტურნირზე ასპარეზობდა, სადაც მეოთხედფინალამდე მარტივად მივიდა, თუმცა ჯორდან ტომპსონმა საოცარი წინააღმდეგობა გაუწია და მატადორი სამ სეტიან ბრძოლაში 7:5 6:7 3:6 დამარცხდა.

37 წლის ესპანელმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, თუმცა მეორე და მესამე სეტში მეტოქემ თამაშს მოუმატა და ნადალს შეხვედრის ბოლოს ფიზიო თერავპეტის გამოძახებაც დასჭირდა, შემოწმების შემდეგ ნადალმა თამაში განაგრძო, თუმცა ჯერ უცნობია რა მდგომარეობაშია მისი პახი და შეძლებს თუ არა იგი ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის მიღებას.

შეგახსენებთ, რომ წლის პირველი გრანდ სლემი იანვრის მეორე ნახევარში დაიწყება და ნადალის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი