ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში სატურნირო ცხრილის ლიდერმა, მადრიდის რეალმა, სანტიაგო ბერნაბეუზე "მალიორკას" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის გადამწყვეტი გოლი, მატჩის 78-ე წუთზე მადრიდელთა ცენტრალურმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ნამატჩევს გერმანიის ნაკრების მოთამაშეს ჟურნალისტმა გოლის აღნიშვნის მომენტზე გაუმახვილა ყურადღება, რა დროსაც თანაგუნდელებმა რუდიგერს ხელები "მიარტყეს", რაზეც გამოცდილმა ფეხბურთელმა უპასუხა, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და სხვა დროს, როცა ბრაჰიმი, ბელინგემი ან ვინისიუსი გაიტანენ , მათ პასუხს აუცილებლად დაუბრუნებს.