რომელი გუნდები გავიდნენ "ჩემპიონთა ლიგის" ფლეიოფში? | სიტუაცია ჯგუფებში » სპორტის ხაზი

რომელი გუნდები გავიდნენ "ჩემპიონთა ლიგის" ფლეიოფში? | სიტუაცია ჯგუფებში

რომელი გუნდები გავიდნენ "ჩემპიონთა ლიგის" ფლეიოფში? | სიტუაცია ჯგუფებში
26-10-2022, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, "ჩემპიონთა ლიგის" მე-5 ტურის შეხვედრები 25 ოქტომბერს დაიწყო და დაპირისპირებათა ნახევარი უკვე შედგა, სადაც რამდენიმე გუნდმა ფლეიოფის საგზური უკვე გაინაღდა. თამაშების მეორე ნახევარი დღეს, 26 ოქტომბერს შედგება.

"ჩემპიონთა ლიგის" A ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე გასვლა ჯერჯერობით მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" აქვს განაღდებული, ამიტომ დიდი შანსია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ლუჩანო სპალეტიმ წამყვანი მოთამაშეები დაასვენოს და ანალოგიური გააკეთოს ჯგუფის ბოლო თამაშშიც.

B ჯგუფში მთავარი სენსაცია დაფიქსირდა, რადგან ჯგუფიდან გასვლა 4 ტურის შემდეგ "ბრიუგემ" შეძლო, დანარჩენი 3 გუნდი კი ჯერ ისევ იბრძვის ფლეიოფის საგზურის მოსაპოვებლად.

C ჯგუფიდან გასვლა 4 ტურის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" შეძლო.

E ჯგუფიდან ლონდონის "ჩელსი" გავიდა და დიდი შანსია, რომ უკანასკნელ ტურში გრემ პოტერმა წამყვანი ფეხბურთელები დაასვენოს.

F ჯგუფიდან ფლეიოფის საგზური მადრიდის "რეალმა" უკვე მოიპოვა.

G ჯგუფში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი დასრულებულია, რადგან ფლეიოფში "მანჩესტერ სიტი" და "დორტმუნდი" გავიდნენ, ხოლო "ევროპა ლიგაზე" "სევილია" ითამაშებს. სამწუხაროდ, დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" ჯგუფში ჩარჩა.

H ჯგუფში ფლეიოფის საგზური "პსჟ-მ" და "ბენფიკამ" მოიპოვეს, ხოლო თუ ვინ ითამაშებს "ევროპის ლიგაზე" ბოლო ტურში გადაწყდება.

ამდენად, გუნდების სია, რომლებმაც მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხეს შემდეგნაირად გამოიყურება: "ნაპოლი", "ბრიუგე", "ბაიერნი", "ჩელსი", "რეალი", "მანჩესტერ სიტი", "დორტმუნდი", "პსჟ" და "ბენფიკა".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი