ულტიმატუმი მბაპეს | კილიანს მოსაფიქრებლად 12 დღე რჩება » სპორტის ხაზი

ულტიმატუმი მბაპეს | კილიანს მოსაფიქრებლად 12 დღე რჩება

ულტიმატუმი მბაპეს | კილიანს მოსაფიქრებლად 12 დღე რჩება
5-01-2024, 16:36
Aa Aa
გაზიარება:

მადრიდის რეალისა და კილიან მბაპეს დაუსრულებელი საგა გრძელდება. ამჯერად დაიწერა, რომ სამეფო კლუბმა ფრანგ გარემარბს წინადადებაზე საფიქრელად ვადა 17 იანვრამდე მისცა.

თავად მბაპეს მიაჩნია, რომ 2 კვირა ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად საკმაოდ ცოტაა, თუმცა რეალის პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით შეუვალია.

ესპანეთის პრესაში ვკითხულობთ, რომ პერესს მეორეხარისხოვან პოზიციაში ყოფნა არ სურს და ულტიმატუმი თავად სწორედ ამიტომ წარადგინა.

იწერება ისიც, რომ მბაპემ რეალისგან აღნიშნული შეთავაზება უკვე ოფიციალურად მიიღო, სადაც წერია, რომ რეალი არცერთი დეტალისა და ნიუანსის შეცვლას არ აპირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი