მიუნხენის "ბაიერნს" გვინეელი შემტევის შეძენა სურს » სპორტის ხაზი

მიუნხენის "ბაიერნს" გვინეელი შემტევის შეძენა სურს

მიუნხენის "ბაიერნს" გვინეელი შემტევის შეძენა სურს
3-01-2024, 14:55
Aa Aa
გაზიარება:

გამოცემა The Sun-ზე დაყრდნობით, "შტუტგარტის" გვინეელი შემტევი, სერუ გირასითაა კლუბის დატოვებასთან ახლოსაა. რამეთუ მოთამაშით მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით "რეკორდმაისტერი" გვინეელი შემტევის სანაცვლოდ, 15 მილიონ ევროს გადაიხდის.

ტუხელი ადასტურებს, რომ გუნდის გაძლიერება სურს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ამ ყოველივეს შეეცდება.

გვინეელ ფორვარდს ნაჩვენები შედეგების შემდეგ, არაერთი მსურველი გამოუჩნდა. ტუხელის გუნდის ინტერესამდე მის შეძენაზე "იუნაიტედი", "ნიუკასლი" და "ტოტენჰემიც" ფიქრობდნენ.

27 წლის გვინეელი თავდამსხმელი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 14 ჩატარებულ შეხვედრაში 17 გატანილ გოლს ითვლის, რითაც მხოლოდ და მხოლოდ ჰარი კეინს ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი