წინადადება იუვენტუსისგან | მადრიდის რეალიდან ვასკესი მიდის? » სპორტის ხაზი

წინადადება იუვენტუსისგან | მადრიდის რეალიდან ვასკესი მიდის?

წინადადება იუვენტუსისგან | მადრიდის რეალიდან ვასკესი მიდის?
3-01-2024, 12:39
Aa Aa
გაზიარება:

ბოლოდროინდელი ინფორმაციის მიხედვით, ლუკას ვასკესი საკმაოდ ახლოსაა იმასთან, რომ მადრიდის რეალი დატოვოს და სერია A-ს გრანდს შეუერთდეს.

საქმე ტურინის იუვენტუსს ეხება, რომელიც ესპანელ მოთამაშეს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რეალს კი ვასკესისთვის პასუხი ჯერაც არ უთქვამს.

როგორც იწერება, ვასკესს იუვეს ვარიანტი მოსწონს, თუმცა მისთვის პრიორიტეტი კვლავ მადრიდული გრანდია. იმ შემთხვევაში თუ რეალი ლუკასს ახალ ხელშეკრულებას არ გაუფორმებს, მაშინ ვასკესი გეზს იტალიისკენ აიღებს.

ცნობისთვის, 32 წლის ფეხბურთელი რეალში სტაბილურად 2015/2016 წლების სეზონიდან თამაშობს და მან ამ დრომდე სამეფო კლუბთან ერთად უამრავი ტიტულის მოგება შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი