ინფორმაცია დადასტურდა - რა ნომერს იღებს ვიტორ როკე ბარსელონაში » სპორტის ხაზი

ინფორმაცია დადასტურდა - რა ნომერს იღებს ვიტორ როკე ბარსელონაში

ინფორმაცია დადასტურდა - რა ნომერს იღებს ვიტორ როკე ბარსელონაში
3-01-2024, 12:32
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ბარსელონას ახალგაზრდა შემტევი ვიტორ როკე კლუბში 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ნომრით თავის დროზე ბარსაში სერხიო აგუერო თამაშობდა, რომელმაც თავისი ერთადერთი გოლი სიმბოლურად მადრიდის რეალს გაუტანა.

რაც შეეხება მეცხრამეტე ნომრის უკანასკნელ მფლობელს, ის ფრანკ კესიე გახლავთ, რომელმაც ბარსელონა გასულ ზაფხულში დატოვა.

სხვათაშორის, 19-ნომრიანი მაისურით ბარსაში 2005-2008 წლებში თვით ლიონელ ანდრეს მესიც თამაშობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი