ახალი მცველი რადარზე | შედგება თუ არა ნაპოლისა და ჯენოას შორის კავშირი » სპორტის ხაზი

ახალი მცველი რადარზე | შედგება თუ არა ნაპოლისა და ჯენოას შორის კავშირი

ახალი მცველი რადარზე | შედგება თუ არა ნაპოლისა და ჯენოას შორის კავშირი
3-01-2024, 12:24
Aa Aa
გაზიარება:

ამ სეზონში ნაპოლის უამრავი პრობლემა აქვს, ერთ-ერთი გამოკვეთილი კი დაცვის არაორგანიზებულობაა, რაც კიმ მინ-ჯეს გუნდიდან წასვლამ, ანუ დაცვის ბურჯის დაკარგვამ გამოიწვია.

სწორედ ამის აღმოსაფხვრელად აურელიო დე ლაურენტისი ფანებს რამდენიმე ტრანსფერის გაკეთებას შეჰპირდა, ერთ-ერთი მათგანი კი, როგორც ჩანს, ჯენოას ახალგაზრდა რუმინელი მცველი, რადუ დრაგუშინია.

აღსანიშნავია, რომ მასში ჯენოა ამ ეტაპისთვის 35 მილიონ ევროს იხდის, საქმეში კი ნაპოლისთან ერთად ლონდონის ტოტენჰემიცაა ჩართული, რომელიც 10 მილიონით ნაკლების გადახდაზეა თანახმა.

რაც შეეხება ნაპოლის წინადადებას, ისინი 15 მილიონით ნაკლებს იხდიან, თუმცა დამატებით საქმეში ლეო ოსტიგორის ჩართვაც სურთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი