"მაღალი, მოქნილი და სწრაფი" - ნიუკასლს გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს ურჩევენ » სპორტის ხაზი

"მაღალი, მოქნილი და სწრაფი" - ნიუკასლს გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს ურჩევენ

"მაღალი, მოქნილი და სწრაფი" - ნიუკასლს გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს ურჩევენ
3-01-2024, 11:59
Aa Aa
გაზიარება:

უცხოური სპორტული გამოცემა, კერძოდ thehardtackle ნიუკასლ იუნაიტედის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ სტატიას აქვეყნებს და ამავე კლუბს 3 პოტენციურ ტრანსფერს ურჩევს, რომელთა შორისაც გიორგი მამარდაშვილის გვარსაც ვაწყდებით.

ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ნიკ პოუპის მხრის ტრავმის შემდეგ ახალგაზრდა მეკარე გუნდს მარტამდე ვერ დაუბრუნდება, 34 წლის დუბრავკა კი კარგი სტატისტიკით არ გამოირჩევა. როგორც ისინი წერენ, გიორგი მამარდაშვილი "კაჭკაჭებისთვის" გრძელვადიან პერსპექტივაში ოპტიმალური არჩევანი უნდა იყოს:

"გიორგი მამარდაშვილი არის სწრაფი, მაღალი და მოქნილი, აქვს ტრადიციული სათამაშო სტილი და საკუთარ საჯარიმოში დომინაციით გამოირჩევა."

"თანამედროვე მეკარე ფეხით კარგად უნდა თამაშობდეს, გიორგის კი თავისი სწრაფი გადაცემებით ხარისხიანი კონტრშეტევების დაწყება მშვენივრად გამოსდის."

"მამარდაშვილს ამ ეტაპზე ლონდონის ჩელსი, მადრიდის რეალი და სხვა დიდი კლუბები აკვირდებიან, მათ სიაში კი ნიუკასლ იუნაიტედსაც უნდა ვხედავდეთ."

"23 წლის მეკარე გახლდათ ნამდვილი და რეალური მიზეზი იმისა თუ როგორ შეინარჩუნა გასულ სეზონში ლა ლიგაში ადგილი მისმა კლუბმა"
, - წერს ვებგვერდი

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 25-30 მილიონი ევროა, საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ ვალენსია ქართველს სარფიანი წინადადების არსებობის შემთხვევაში ფინანსური კრიზისის დასაძლევად შეელევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი