გოჩოლეიშვილი საუკეთესო ლეგიონერთა სიაში მოხვდა » სპორტის ხაზი

გოჩოლეიშვილი საუკეთესო ლეგიონერთა სიაში მოხვდა

გოჩოლეიშვილი საუკეთესო ლეგიონერთა სიაში მოხვდა
31-12-2023, 00:44
Aa Aa
გაზიარება:

გამოცემა Tribuna.com-მა შეადგინა უკრაინასი 2023 წელს მოთამაშე საუკეთესო ლეგიონერთა ათეული, სადაც საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილიც მოხვდა, 22 წლის ქართველი ფეხბურთელი მე-6 ადგილზე გავიდა.

"შესაძლოა, გიორგი გოჩოლეიშვილისგან გაცილებით მეტის მოლოდინი იყო იმ ოპტიმიზმის გათვალისწინებით, რომელიც ტრანსფერის გამოცხადებას ახლდა, მაგრამ ქართველისთვის 2023 წელი ჩაგდებული ნამდვილად არ არის.

ჯერ ერთი, მან საკმაოდ ბევრი ითამაშა, რაშიც კონოპლიას ტრავმებმაც შეუწყო ხელი. 22 წლის ქართველს უკრაინულ გუნდში უკვე 30 მატჩი (მის აქტივში გოლი და სამი ასისტია) აქვს ნათამაშები. მეორეც, გიორგის მართლაც ჰქონდა კარგი თამაშები. მისი ერთადერთი ნაკლი სტაბილურობის ნაკლებობაა, რაც შესამჩნევი ევროტურნირებზე გამოდგა. მაგრამ თუკი "შახტარის" ყველა ლეგიონერს შევაფასებთ, ამ ასპექტში იგი საუკეთესოა: კელსიმ საგაზაფხულო ნაწილი მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ ახალი მწვრთნელის ხელში სიკანის შემცვლელად ზის. ნევერტონს ადაპტაცია გაუჭიანურდა და თამაში ახლახან დაიწყო. ტრაორე კი ისევ ტრავმირებულია, სხვა ახალწვეულები კონკურენციას ვერ უძლებენ, აზაროვი კი ჯერ ცოტა ხანია, რაც უკრაინაშია"
- წერენ უკრაინელები.

ავტორი: Davit Shakirovi


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი