"ის ზედმეტად გადაფასებულია" - იტალიაში კვარაცხელიას არ ინდობენ » სპორტის ხაზი

"ის ზედმეტად გადაფასებულია" - იტალიაში კვარაცხელიას არ ინდობენ

"ის ზედმეტად გადაფასებულია" - იტალიაში კვარაცხელიას არ ინდობენ
30-12-2023, 17:03
Aa Aa
გაზიარება:

რაც უფრო დიდი დრო გადის, ხვიჩა კვარაცხელიას მისი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე არაერთი იტალიური გამოცემა აკრიტიკებს, რომლებსაც წინა სეზონიდან მოყოლებული ქართველის მიმართ საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული.

ამჯერად Il Mattino-ს სტატიას გთავაზობთ, რომელიც პირდაპირ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ხვიჩა 2022/2023 წლების სეზონში გაცილებით ეფექტური და მომაკვდინებელი იყო, ვიდრე ამ სეზონში:

"ეს კიდევ ერთხელ მოხდა, მართალია ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მარტო იბრძოდა, ჯარიმებს იპოვებდა, სხვებს ყვითლებს აღებინებდა, მაგრამ ის გოლის გატანას ისევ ვერ ახერხებს, რაც უკვე ტრადიციად ყალიბდება."

"ქართველი ფეხბურთელის გუშინდელმა თამაშმა დი გრეგორიო (მონცას მეკარე) კიდევ უფრო განადიდა, ხვიჩამ კი ამით ვერაფერი მიიღო, გარდა კრიტიკის ნაკადის დაუცხრომელი ზრდისა. გამორჩეული ეპიზოდების განიავება კვარაცხელიას დამახასიათებელი ნიშანი ხდება, რაც ჩემპიონობაზე ფიქრს არაადეკვატურს ხდის"
, - წერს გამოცემა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი