ისევ ანჩელოტი | კარლომ რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა » სპორტის ხაზი

ისევ ანჩელოტი | კარლომ რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისევ ანჩელოტი | კარლომ რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
30-12-2023, 12:56
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში კარლო ანჩელოტის რეალიდან წასვლის შესახებ საკმაოდ ბევრი იწერებოდა, საბოლოო შედეგი სულ სხვაგვარი მივიღეთ.

უკვე ოფიციალური ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა მადრიდის რეალთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით, 2026 წლამდე გაახანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ კარლოს აქტიურად უკავშირებდნენ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც ახლა არც თუ ისე კარგ ფორმაშია, თუმცა, როგორც ჩანს, ანჩელოტიმ მათზე უარი თქვა და კვლავ რეალის ერთგული დარჩა.

როგორც იწერება, ანჩელოტის რეალში ახალი პროექტის შექმნა სურს, სადაც აქცენტი ახალგაზრდა და ახალ ფეხბურთელებზე გაკეთდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი