"ყოველთვის ბარსელონას ფანი ვიყავი აქ ძალიან ბედნიერი ვარ" - ჟოაო კანსელუ » სპორტის ხაზი

"ყოველთვის ბარსელონას ფანი ვიყავი აქ ძალიან ბედნიერი ვარ" - ჟოაო კანსელუ

"ყოველთვის ბარსელონას ფანი ვიყავი აქ ძალიან ბედნიერი ვარ" - ჟოაო კანსელუ
28-12-2023, 17:41
Aa Aa
გაზიარება:

წლევანდელ სეზონში ჟოაო კანსელუ ბარსელონას დაცვის ხაზში ერთ-ერთი შეუცვლელი ფიგურაა, ფეხბურთელი გუნდში მოსვლისთანავე ჩაჯდა ჩავის სათამაშო სქემაში და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

კანსელუ ცოტა ხნის წინ პოდკასტშიც იყო მიწვეული სადაც მისი კარიერის ამჟამინდელ პერიოდზე საუბრობს.

"ბავშვობიდან ბარსას ფანი ვარ და აქ გადმოსვლაზე ვოცნებობდი.

ოცნება ამიხდა და ამ კლუბს შევუერთდი, ადაპტაცია საერთოდ არ გამჭირვებია რადგან ეს კლუბი მომწონს.

ბარსა ისეთ დინამიურ ფეხბურთს თამაშობს, რომ არ გამიჭირდებოდა მე მათი სათამაშო სტილის ყურებაში გავიზარდე და მიყვარს." - ამბობს კანსელუ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი განაპირა მცველი კატალონიურ კლუბში იჯარის წესით თამაშობს და წესით ზაფხულში ისევ მანჩესტერ სიტის უნდა დაუბრუნდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი