პიოლი თუ ინძაგი - ვის გადაბირებას შეეცდება ნაპოლის პრეზიდენტი » სპორტის ხაზი

პიოლი თუ ინძაგი - ვის გადაბირებას შეეცდება ნაპოლის პრეზიდენტი

პიოლი თუ ინძაგი - ვის გადაბირებას შეეცდება ნაპოლის პრეზიდენტი
28-12-2023, 15:14
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური პრესის მტკიცებით, აურელიო დე ლაურენტისი ნაპოლის მთავარი მწვრთნელის ცვლილებას სეზონის დასრულების შემდეგ დანამდვილებით გეგმავს, რის შესახებაც ინფორმაციას Calciomercato აქვეყნებს.

როგორც ისინი წერენ, ნეაპოლური გუნდის პრეზიდენტს ძალიან მოსწონს სტეფანო პიოლის ვარიანტი, რომლითაც, თავის მხრივ, როსონერი უკმაყოფილოა და მწვრთნელის შეცვლისკენ თვალი მათაც აქვთ მიმართული.

საქმე ისაა, რომ მილანში პიოლის ჩანაცვლებას ამ ეტაპისთვის თავისუფალი ანტონიო კონტეთი იგეგმება, პიოლიმ კი გეზი სწორედ ნაპოლისკენ უნდა აიღოს, რაც დე ლაურენტისის პრიორიტეტთა სიაშია მოქცეული.

ცნობისთვის, სტეფანო პიოლი მილანში 4 წლის წინ მივიდა და გუნდს იტალიის ჩემპიონატი 11 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი