კავშირზე მამარდაშვილთან - ქართველი მეკარე ლონდონის ჩელსის სატრანსფერო სიაშია » სპორტის ხაზი

კავშირზე მამარდაშვილთან - ქართველი მეკარე ლონდონის ჩელსის სატრანსფერო სიაშია

კავშირზე მამარდაშვილთან - ქართველი მეკარე ლონდონის ჩელსის სატრანსფერო სიაშია
30-12-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილი ზამთარში ან სეზონის ბოლოს ვალენსიას რომ დატოვებს, ამაზე სულ უფრო და უფრო მეტი გამოცემა წერს. საქმე ისაა, რომ "ღამურებს" საშინელი ფინანსური კრიზისი აქვთ, სატრანსფერო პოლიტიკით კი მისი დარეგულირებაა შესაძლებელი.

ამის პარალელურად, ახალი მეკარის ძიებაშია ლონდონის ჩელსი, რომელსაც ფინანსებთან პრობლემა ნამდვილად არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა ესპანელი რობერტ სანჩესი სულ ახლახანს შეიძინა, ახლა ის ტრავმირებულია და მის ადგილს ახალგაზრდა ჯორჯე პეტროვიჩი იკავებს, რომელიც ჩელსიმ MLS-დან შეიძინა. ცხადია, ლონდონელთა მესვეურები ვერც პეტროვიჩის იმედად იქნებიან და ვერც სანჩესის ტრავმიდან დაბრუნებას დაელოდებიან, ასეთ დროს კი მამარდას ვარიანტი ერთ-ერთი გამორჩეულია.

პოპულარული 90min-ის ინფორმაციით, ჩელსი გიორგი მამარდაშვილით მართლაც ინტერესდება, თუმცა ქართველ მეკარეს კონკურენციის გაწევა როგორც მაიკ მენიოსთან, ისე უნაი სიმონთან მოუწევს.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური ვალენსიას კარის დარაჯის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი