ახალი სამიზნე | ბარსელონას მეისონ გრინვუდი დაუკავშირეს » სპორტის ხაზი

ახალი სამიზნე | ბარსელონას მეისონ გრინვუდი დაუკავშირეს

ახალი სამიზნე | ბარსელონას მეისონ გრინვუდი დაუკავშირეს
27-12-2023, 15:15
Aa Aa
გაზიარება:

კატალონიის ბარსელონას მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი და ხეტაფეს ამჟამინდელი შემტევი მეისონ გრინვუდი დაუკავშირეს, რის შესახებაც ინფორმაციას ადრიან სანჩესი ავრცელებს.

ამავე ჟურნალისტის ინფორმაციის მიხედვით, კატალონიელებს ახალგაზრდა ინგლისელში ის მოსწონთ, რომ ის შესანიშნავი ტექნიკითა და საგოლე ალღოთი გამოირჩევა, რაც გუნდის იერიშებს კიდევ უფრო სახიფათოს გახდის.

აღსანიშნავია, რომ მეისონ გრინვუდის ხეტაფესთან დადებული ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში იწურება, რის შემდეგაც ინგლისელი კვლავ მანჩესტერ იუნაიტედში უნდა დაბრუნდეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გრინვუდის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე 7.50 მილიონ ევროდაა შეფასებული, რაც ბარსელონას ფინანსურ მდგომარეობას შესანიშნავად ერგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი