"ევროლიგის MVP-ის ერთ-ერთი კანდიდატია" - რას წერენ თორნიკე შენგელიაზე » სპორტის ხაზი

"ევროლიგის MVP-ის ერთ-ერთი კანდიდატია" - რას წერენ თორნიკე შენგელიაზე

"ევროლიგის MVP-ის ერთ-ერთი კანდიდატია" - რას წერენ თორნიკე შენგელიაზე
28-12-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

2023/2024 წლების სეზონის ევროლოგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი რომ თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიაა, ამას მათი მოგებათა მაჩვენებელიც მოწმობს. იტალიელები ამავე ტურნირის მესამე ადგილს 11 მოგებით იკავებენ, რითაც მხოლოდ ბარსელონასა და რეალს ჩამორჩებიან.

ცხადია, რომ ვირტუსის ასეთ შედეგებში უმნიშვნელოვანესი როლი შეაქვს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას, რომელზეც დაწერეს კიდევაც, რომ ის ევროლიგის MVP-ის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია:

"სეზონის დასაწყისში ძალიან ცოტა ადამიანი თუ ელოდა ვირტუსის ისეთ შედეგებს, რომლებსაც მათ მიაღწიეს და დღემდე აღწევენ, თუმცა გუნდში თორნიკე შენგელიას მსგავსი კალათბურთელი როცა გყავს, შეუძლებელი არაფერია."

"ქართველი მოთამაშე ნამდვილი უნივერსალია და თამაშზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია, რის გამოც ის საუკეთესო კალათბურთელის წოდებისთვის აუცილებლად იბრძოლებს"
, - დაწერა Gigantes-მა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი