კევინ დურანტი ორგანიზაციის მუშაობით უკმაყოფილოა - "მანიაკი" ცვილებებს ითხოვს! » სპორტის ხაზი

კევინ დურანტი ორგანიზაციის მუშაობით უკმაყოფილოა - "მანიაკი" ცვილებებს ითხოვს!

კევინ დურანტი ორგანიზაციის მუშაობით უკმაყოფილოა - "მანიაკი" ცვილებებს ითხოვს!
26-12-2023, 19:10
Aa Aa
გაზიარება:

ლიგის ისტორიაში საუკეთესო შემტევი კევინ დურანტი ორგანიზაციის მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა.

ცნობილი ინსაიდერის ადრან ვოინაროვსკის მტკიცებით კევინ დურანტი ამ სეზონში ნაჩვენებ შედეგებს ფრონტ ოფისის მუშაობას უკავშირებს და უკაყოფილებას გამოთქვამს.

კევინი გუნდში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა, ვინაიდან გუნდის თრეიდებმა არ გაამართლა და ბრედლი ბილი ისევ ტრავმირებულია, შესაბამისად არიზონელები უარყოფით ბალანსზე არიან და როგორც ჩანს, მანიაკს მოთმინების ფიალა ეწურება.

რთულია ამ სიტუაციაში დურანტის დადანაშაულება, რადგან ფრონტ ოფისის მუშაობა აშკარად ლაფსუსებით მიდის და ოფ სეზონზე თუ რაიმე არ შეიცვალა კევინი უნდა წავიდეს, აქ ის წარმატებას ვერ მიაღწევს და 35 წლის კალათბურთელისთვის, რომელსაც ამდენი ტრავმა აქვს გადატანილი და ისეთ არარეალურ სტატისტიკას დებს, როგორიცაა 30+ ქულა 50% -ით უკეთეს გუნდს იმსახურებ.

ფინიქსმა ბრედლი ბილთან დიდი კონტრაქტი დადო რის გამოც გუნდი უკვე შეზღუდულია და თუ წელს დასავლეთ კომფერენციას ვერ მოიგებენ კევინის ტალანტისთვის კიდევ ერთი წელი იქნება დაკარგული, რომელიც გუნდის არასწორ მუშაობას შეეწირება.

შეგახსენებთ, რომ ფინიქს სანსი წელს უარყოფით ბალანსზეა და დასავლეთ კონფერენციაში მეთერთმეტე ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი