გლეისონ ბრემერი იუვენტუსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს » სპორტის ხაზი

გლეისონ ბრემერი იუვენტუსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

გლეისონ ბრემერი იუვენტუსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
26-12-2023, 18:48
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის იუვენტუსში ახალი ერა იწყება, მასიმილიანო ალეგრის ახლად დაკომპლექტებულ გუნდში უკვე გამოიკვეთნენ საკვანძო მოთამაშეები.

მათ შორის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი გლეისონ ბრემერიც მოიაზრება და ახალგაზრდა მცველმა ამჟამინდელ კლუბთან ვერბალურ მოლაპარაკებას ახალ კონტრაქთან დაკავშირებით უკვე მიაღწია.

თავის მხრივ ტურინის იუვენტუსიც ბრემერს დიდ ნდობას უცხადებს და ახალი კონტრაქტი მისთვის უკვე გამზადებულია და ხელის მოწერასღა საჭიროებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით კონტრაქტის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა საუბარია გრძელვადიან გარიგებაზე.

შეგახსენებთ, რომ ბრემერთან ერთად იუვენტუსი სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ ინტერს 4 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.