მამარდაშვილის დახმარებით | ვალენსიამ საშინელი სერია შეწყვიტა » სპორტის ხაზი

მამარდაშვილის დახმარებით | ვალენსიამ საშინელი სერია შეწყვიტა

მამარდაშვილის დახმარებით | ვალენსიამ საშინელი სერია შეწყვიტა
25-12-2023, 16:36
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ მორიგი ქულები აიღო და რაიო ვალეკანოს გასვლაზე მინიმალური სხვაობით, 0:1 მოუგო.

გარდა იმისა, რომ ბარახას გუნდმა 3 ქულა მოიპოვა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ვალენსიას მშრალად შენახული კარი, რაც ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში ბოლოს აპრილში ელჩეს წინააღმდეგ ვიხილეთ.

ზემოაღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Eldesmarque ავრცელებს, რომელიც წერს, რომ საშინელი სერიის შეწყვეტაში გიორგი მამარდაშვილს უმთავრესი როლი აქვს, რის დასტურადაც ვებგვერდს გუნდის მთავარი მწვრთნელის, რუბენ ბარახას კომენტარი მოჰყავს:

"ის საკმაოდ ახალგაზრდაა და უკვე დიდი გამოცდილება აქვს. გიორგის უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია და საკუთარ მოვალეობას შესანიშნავად ასრულებს. როდესაც მატჩი რთული ხასიათისაა და გვიჭირს, ის ყოველთვის გვეხმარება თავისი კარგი თამაშით."

"ნუ დაგვავიწყდება, რომ მამარდაშვილი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და მან განვითარება უნდა განაგრძოს"
, - თქვა ბარახამ ქართველზე ვალეკანოს დამარცხების შემდეგ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარის გუნდი ლა ლიგის მე-10 ადგილს 23 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი