რეალს ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს | მან სიტის ფეხბურთელის შეძენა გადაწყვიტა » სპორტის ხაზი

რეალს ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს | მან სიტის ფეხბურთელის შეძენა გადაწყვიტა

რეალს ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს | მან სიტის ფეხბურთელის შეძენა გადაწყვიტა
25-12-2023, 15:36
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ცნობილი ხდება, მადრიდის რეალის ახალი სპორტული დირექტორი ამავე კლუბის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი სანტიაგო სოლარია, რომელსაც სატრანსფერო გეგმები პერესისთვის უკვე წარდგენილი აქვს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანტიაგო სოლარის თანამემამულე ხულიან ალვარესი ძალიან მოსწონს და მისი კლუბში მიყვანა აქვს გადაწყვეტილი.

სოლარის მიაჩნია, რომ ალვარესი მანჩესტერ სიტიში შესანიშნავად გამოიყურება და მომდევნო დეკადის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი იქნება, რაც მადრიდის რეალის მომდევნო 10 წელს ბრწყინვალედ და უპრობლემოდ დაუგეგმავს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხულიანს მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი კი 90 მილიონი ევრო გახლავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი