როგორც უკვე ცნობილია, 24 წლის ჩრდილო-მაკედონიელი შემტევი ელიფ ელმასი, 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ, კარიერას გერმანულ "ლაიფციგში" გააგრძელებს.
მაკედონიურ SportMedia-ზე დაყრდნობით , "ნაპოლის" აწ უკვე ყოფილი მოთამაშის ყოფილი კლუბი "რაბოტნიჩკი", ტრანსფერიდან 500 ათას ევროს მიიღებს.
ელმასმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა მაისური 11-ჯერ მოირგო და თავი ორი საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა, ჩემპიონთა ლიგაზე კი იტალიური კლუბის მაისურით 5-ჯერ ვიხილეთ.