მიუნხენის ბაიერნი მზადაა, რომ კატალონიის ბარსელონას ურუგვაელი მცველის, რონალდ არაუხოს სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაუხადოს, რის შესახებაც ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბარსელონა ბოლო პერიოდში სერიოზულ ფინანსურ კრიზისშია, მაშინ ფეხბურთელის ასეთ ფასად გაშვება ლოგიკურ გამოსავალს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა კატალონიაში კარგად ესმით, რომ არაუხო მომდევნო დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი უნდა იყოს, მისი დათმობა კი იოლი ნამდვილად არ იქნება.
ზოგიერთი ესპანური წყაროს ცნობით, ჟოან ლაპორტას გეზი კაპიტალის მოხვეჭისკენ აქვს აღებული, რის გამოც არაუხოს გაშვებას უარს არ ეტყვის, თუმცა იწერება საპირისპიროც, რომ ბარსას პრეზიდენტი რონალდს არავის არ დაუთმობს იმის მიუხედავად თუ რა რაოდენობის თანხა იქნება მასში შეთავაზებული.
აქვე გეტყვით, რომ ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელი ბარსელონაში 2019 წლიდან თამაშობს, რა დროშიც მან კლუბის მაისურით 129 მატჩი ჩაატარა.