დუბლი ირანში | გიორგი გველესიანს პერსეპოლისის რიგებში მაგარი მატჩი ჰქონდა » სპორტის ხაზი

დუბლი ირანში | გიორგი გველესიანს პერსეპოლისის რიგებში მაგარი მატჩი ჰქონდა

დუბლი ირანში | გიორგი გველესიანს პერსეპოლისის რიგებში მაგარი მატჩი ჰქონდა
25-12-2023, 13:58
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ირანის ჩემპიონატში გიორგი გველესიანის სახით სტაბილურად მოთამაშე ლეგიონერი ჰყავს, რომელმაც ამავე ქვეყნის პირველობის ბოლო ტურში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.

გველესიანის პერსეპოლისი შამს აზარ ქაზვინს ხვდებოდა და შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, თუმცა მატჩი ათი კაცით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ პერსეპოლისის რიგებიდან ორივე გოლი სწორედ გიორგი გველესიანმა, ამპლუით მცველმა გაიტანა. პირველ ჯერზე გიორგიმ თავისი გუნდი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში თამაშიდან დააწინაურა, მატჩის ბოლოსკენ კი გველესიანმა პენალტი გამოიყენა და მეტოქეს დუბლი შეუსრულა.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი გველესიანის პერსეპოლისი ირანის ჩემპიონატის მე-3 პოზიციას 25 ქულით იკავებს, 14 ტურში კი გველესიანს უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი