კლაუდიო ეჩევერი მანჩესტერ სიტიში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია » სპორტის ხაზი

კლაუდიო ეჩევერი მანჩესტერ სიტიში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

კლაუდიო ეჩევერი მანჩესტერ სიტიში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია
24-12-2023, 23:44
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ სიტი სატრანსფერო ბაზარზე წლების განმავლობაში მთავარი აქტორი გახლავთ.

კლუბი გაჩერებას არც ამ სეზონში აპირებს და ამჯერად თვალი რივერ პლეიტის ახალგაზრდა ფეხბურთელს - კლაუდიო ეჩევერის დაადგეს.

ეჩევერი არგენტინაში ახალ მესიდ იწოდება და ახალგაზრდულ ნაკრებში თავი ყველას დაამახსოვრა.

17 წლის ნიჭიერ ფეხბურთელს კონტრაქტი 2024 წელს ეწურება და მასში ჩადებული გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი შეიძლება სიტიმ იანვარში გადაიხადოს.

როგორც ფაბრიციო რომანო იუწყება, ეჩევერი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, თუმცა სიტიმ თავი საფრთხეში რომ არ ჩაიგდოს, შესაძლოა გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.

რაც შეეხება სხვა ევროპულ გრანდებს, ეჩევერის დამატებით "ჩელსი" და "ბარსელონაც" ინტერესდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი