ნეაპოლური გუნდი ჯგუფიდან უკვე გასულია | სპალეტი წამყვან მოთამაშეებს ასვენებს? » სპორტის ხაზი

ნეაპოლური გუნდი ჯგუფიდან უკვე გასულია | სპალეტი წამყვან მოთამაშეებს ასვენებს?

ნეაპოლური გუნდი ჯგუფიდან უკვე გასულია | სპალეტი წამყვან მოთამაშეებს ასვენებს?
25-10-2022, 13:50
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იტალიური მედია წერს, იმ ფაქტის გამო, რომ პარტენოპეი "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფიდან უკვე გასულია, შესაძლოა, რომ ლუჩანო სპალეტიმ გადატვირტული გრაფიკიდან გამომდინარე, წამყვანი მოთამაშეების დასვენების გადაწყვეტილება მიიღოს.

ხვალ, ჩვენი დროით 23:00 საათზე "ნაპოლი" ბოლო ადგილზე მყოფ "რეინჯერსს" უმასპინძლებს და აღნიშნულ შეხვედრაში სატურნირო მოტივაცია მხოლოდ შოტლანდიელებს აქვთ. ერთადერთი, რაზეც, შესაძლოა სპალეტიმ იფიქროს პირველი ადგილი და ფლეიოფში ძლიერი მეტოქის თავიდან არიდებაა. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ კვარაცხელიამ, ლობოტკამ, ზიელინსკიმ და სხვა წამყვანმა მოთამაშეებმა ხვალინდელ შეხვედრაშიც მიიღონ მონაწილეობა.

მიუხედავად ამისა, იწერება, რომ ძირითად შემადგენლობაში ისეთ ფეხბურთელებს ვიხილავთ, რომლებსაც დიდი სათამაშო დრო არ ეძლევათ: ელმასი, სიმეონე, მარიო რუი და ასე შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფს სპალეტის გუნდი 12 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილს "ლივერპული" 9 ქულით იკავებს, ხოლო მესამეზე "აიაქსი" 3 ქულით იმყოფება. ბოლო ადგილზეა "ნაპოლის" ხვალინდელი მეტოქე, რომელსაც ქულა საერთოდ არ აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი