VIDEO: ზემოდან ყველას თავზე გადააშარდა - სამუდამო დისკვალიფიკაცია ფანს » სპორტის ხაზი

VIDEO: ზემოდან ყველას თავზე გადააშარდა - სამუდამო დისკვალიფიკაცია ფანს

VIDEO: ზემოდან ყველას თავზე გადააშარდა - სამუდამო დისკვალიფიკაცია ფანს
24-12-2023, 15:48
Aa Aa
გაზიარება:

ავსტრალიისა და ინგლისის რაგბის ნაკრები გუნდების ტესტ-მატჩის დროს მთვრალმა ფანმა ისეთი რამ ჩაიდინა, რომ რაგბის თამაშებზე დასწრება სამუდამოდ აუკრძალეს.

თამაშის დროს ის სტადიონის სახურავზე აძვრა და ტრიბუნისკენ მოშარდა. მომხდარი ფაქტი სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმა გადაიღეს და ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

პოლიციამ დაადასტურა, რომ დამნაშავე მაშინვე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. Rugby Australia-მ ის უკვე დასაჯა: "ჩვენს მიერ ორგანიზებულ მატჩებს ის ვეღარასოდეს დაესწრება." - წერია ოფიციალურ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესიც გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი