სანდრომ მაგრად ითამაშა - სან ანტონიო დალასის წინააღმდეგ დამარცხდა » სპორტის ხაზი

სანდრომ მაგრად ითამაშა - სან ანტონიო დალასის წინააღმდეგ დამარცხდა

სანდრომ მაგრად ითამაშა - სან ანტონიო დალასის წინააღმდეგ დამარცხდა
24-12-2023, 12:12
Aa Aa
გაზიარება:

დღეს დილით NBA-ში მორიგი შეხვედრა გამართა სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიომ, რომელიც დალასის წინააღმდეგ დიდი ანგარიშით, 144:119 დამარცხდა.

მიუხედავად დიდი ანგარიშით წაგებისა, საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი მატჩი ჰქონდა ეროვნული ნაკრების წევრ სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც გრეგ პოპოვიჩმა სათამაშოდ 14:33 წუთი გამოუყო, რა დროშიც სანდრომ მეტოქეს 14 ქულა ჩაუგდო. გარდა ამისა, მამუკელაშვილმა 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ალბათ, გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ სან ანტონიოსა და დალასის შეხვედრაში საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა (39/12/10).

აქვე გეტყვით, რომ სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილს 24 წაგებითა და 4 მოგებით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი