ინგლისში მომხდარი ცუდი ამბავი - რა შეემთხვა ზურა ხიზანიშვილის ოჯახს » სპორტის ხაზი

ინგლისში მომხდარი ცუდი ამბავი - რა შეემთხვა ზურა ხიზანიშვილის ოჯახს

ინგლისში მომხდარი ცუდი ამბავი - რა შეემთხვა ზურა ხიზანიშვილის ოჯახს
24-12-2023, 11:15
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ზურა ხიზანიშვილის მეუღლემ, სალომე ღვინიაშვილმა გადაცემა "პრაიმ-შოუში" გაიხსენა ისტორია, რომელიც მის ოჯახს ეხება:

"ინგლისში ცხოვრების პერიოდში გვყავდა ორი ქართველი ძიძა. მაშინ ჩემი უმცროსი შვილი ნიტა იყო სულ რაღაც ხუთი თვის. მე და ზურა გავემგზავრეთ რამდენიმე დღით სხვა ქვეყანაში დასასვენებლად. მოულოდნელად ჩვენმა მეგობარმა დაგვირეკა, რომ ჩვენი ძიძები დააკავეს ქურდობაზე. მაღაზიიდან მოუპარავთ რაღაცეები. მართლა ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, რადგან ისინი სამი წელი, საკმაოდ კარგ პირობებში ცხოვრობდნენ ჩვენთან და როგორც ოჯახის წევრებს, ისე ვეპყრობოდით.

მისი თქმით, ქურდობის დროს ბავშვები თან ჰყავდათ და ბავშვის სასეირნო ეტლში ჰქონდათ დამალული ტანსაცმელი, რომელიც მაღაზიიდან მოიპარეს.

ბავშვების თანდასწრებით მოხდა მათი დაკავება. ტასო მაშინ იყო ორი წლის და ძალიან დიდი ხანი ჰქონდა შიშები მაღაზიაში შესვლის. ეშინოდა დაცვის, პოლიციის და ა.შ. ჩვენ გადავიხადეთ მერე ჯარიმა, გავათავისუფლებინეთ, ვუყიდეთ ბილეთები და გამოვუშვით საქართველოში. ალბათ, ნანობენ თავიანთ საქციელს"
, - იხსენებს სალომე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი