რისი სკანდირება დაიწყეს კვარას მიმართულებით რომას ფანებმა დაპირისპირების დროს » სპორტის ხაზი

რისი სკანდირება დაიწყეს კვარას მიმართულებით რომას ფანებმა დაპირისპირების დროს

რისი სკანდირება დაიწყეს კვარას მიმართულებით რომას ფანებმა დაპირისპირების დროს
24-12-2023, 11:07
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი დერბი დელ სოლე საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელიც ჟოზე მოურინიოს გუნდმა 2:0 მოიგო.

აშკარაა, რომ მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი 35-ე წუთს უკავშირდება, როდესაც ერთმანეთს პირისპირ ხვიჩა კვარაცხელია და პორტუგალიელი სპეციალისტი დაუდგნენ, რომლებმაც ერთმანეთში სიტყვებიც გაცვალეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რაზე ისაუბრეს მათ.

სამაგიეროდ, იტალიურ მედიაში დაიწერა იმის შესახებ თუ რას ყვიროდნენ რომას ფანები ამ ეპიზოდის დროს ხვიჩასა და მისი კლუბის მიმართ:

"მეზიზღები, მეზიზღება ნაპოლი, მეზიზღება ნაპოლი", - ყვიროდნენ რომაელები, რომელთა საყვარელი გუნდიც ამ მოგებით მე-6 პოზიციაზე 28 ქულით გადავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი