"ნორმალური შეკითხვა დამისვი" - ნაპოლის მწვრთნელი წაგების შემდეგ ჟურნალისტზე გაღიზიანდა » სპორტის ხაზი

"ნორმალური შეკითხვა დამისვი" - ნაპოლის მწვრთნელი წაგების შემდეგ ჟურნალისტზე გაღიზიანდა

"ნორმალური შეკითხვა დამისვი" - ნაპოლის მწვრთნელი წაგების შემდეგ ჟურნალისტზე გაღიზიანდა
24-12-2023, 10:40
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-17 ტურში ვალტერ მაძარის ნაპოლი ჟოზე მოურინიოს რომას ესტუმრა და 2:0 დამარცხდა.

აღნიშნული მატჩი ბევრ გულშემატკივარს გაცემული ბარათების რაოდენობითა და დუღულის ტემპერატურით დაამახსოვრდება.

სწორედ ბარათის ჩვენებასა და პოლიტანოს გაძევებაზე გაამახვილა ყურადღება ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მატჩის დასრულების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელმაც შემდეგი კითხვა დასვა: "მოიგებდით თუ არა პოლიტანოს გაძევების არარსებობის შემთხვევაში? ჟოზემ თქვა, რომ თავისი გუნდისგან მოგებას პირველივე წუთებიდან ელოდა". აი, როგორ უპასუხა ამ კითხვას მაძარიმ:

"ნორმალური შეკითხვა დამისვით, მე არ ვაპირებ სხვის კომენტარებზე კომენტარის კეთებას", - თქვა ნაპოლის მწვრთნელმა, რომელმაც ისიც დაამატა, რომ მის გუნდს პოლიტანოსთან ერთად თამაშის მოგება დანამდვილებით შეეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი