"ჩვენი პოზიცია უცვლელია, სუპერლიგას ჩემპიონთა ლიგა გვირჩევნია" - მიკელ არტეტა » სპორტის ხაზი

"ჩვენი პოზიცია უცვლელია, სუპერლიგას ჩემპიონთა ლიგა გვირჩევნია" - მიკელ არტეტა

"ჩვენი პოზიცია უცვლელია, სუპერლიგას ჩემპიონთა ლიგა გვირჩევნია" - მიკელ არტეტა
22-12-2023, 20:51
Aa Aa
გაზიარება:

შვიდ წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებულ არსენალს იქ ყოფნა იმდენად მოეწონა, რომ სუპერლიგის პროექტს ბოიკოტი ჩანასახშივე გამოუცხადეს.

მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას განცხადებით ის და არსენალი პოზიციას არ იცვლიან.

"ჩვენ ვრჩებით ერთ აზრზე, სუპერ ლიგას ჩემპიონთა ლიგა გვირჩევნია და არცერთ სხვა ტურნირში არ გვსურს მონაწილეობის მიღება, გარდა უეფას ჩემპიონთა ლიგისა" - განაცხადა არტეტამ.

არტეტას კომენტარი სუპერ ლიგის მხარდამჭერებს ირონიულად მოეჩვენათ, ვინაიდან ბოლოს როცა არსენალი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, იგი მოქმედი ფეხბურთელი იყო, ხოლო გუნდის ამჟამინდელი ლიდერი ბუკაიო საკა აკადემიაში იკიდებდა ფეხს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი