2023 წლის TOP 100 | რომელ ადგილზე გავიდა ხვიჩა კვარაცხელია » სპორტის ხაზი

2023 წლის TOP 100 | რომელ ადგილზე გავიდა ხვიჩა კვარაცხელია

2023 წლის TOP 100 | რომელ ადგილზე გავიდა ხვიჩა კვარაცხელია
22-12-2023, 12:17
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული ბრიტანული გამოცემის, The Guardian-ის გარეკანზე კვლავ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 2023 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელში მოახვედრეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერს ტოპ 10-ში შესასვლელად სულ რაღაც ორი ადგილი დააკლდა, - კვარამ მე-12 პოზიცია დაიკავა, ამ დონის გამოცემისგან ასეთი რანჟირება კი ნამდვილად დიდი პატივია.

მიუხედავად ათეულს მიღმა დარჩენისა, ხვიჩა კვარაცხელიამ მაინც შეძლო ისეთი ფეხბურთელების უკან ჩამოტოვება, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, ლაუტარო მარტინესი, ბუკაიო საკა, რობერტ ლევანდოვსკი და სხვები არიან.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ შარშანდელ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელია 28 პოზიციით უკან, მე-40 ადგილზე იმყოფებოდა და 1 სრული წლის განმავლობაში ხვიჩა მედიის თვალში ერთიორად ამაღლდა.

ცნობისთვის, The Guardian-ის სიას არამარტო სპორტული ჟურნალისტები, არამედ ყოფილი ფეხბურთელებიც ადგენენ, მაგალითად ფილიპ ლამი, ლუკას ლეივა და სხვები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი