მიქაუტაძე მოლოდინის რეჟიმშია - "მეცი" ქართველისთვის იბრძვის » სპორტის ხაზი

მიქაუტაძე მოლოდინის რეჟიმშია - "მეცი" ქართველისთვის იბრძვის

მიქაუტაძე მოლოდინის რეჟიმშია - "მეცი" ქართველისთვის იბრძვის
21-12-2023, 20:50
Aa Aa
გაზიარება:

"აიაქსსა" და "მეცს" შორის გიორგი მიქაუტაძის საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ფეხბურთელი უკმაყოფილოა ამსტერდამულ გუნდში მისი სიტუაციით და ზამთარში კლუბის შეცვლა სურს, სადაც სათამაშო დროს მიიღებს.

ცნობილი ქართული საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Geo Team-ის ინფორმაციით ამ მომენტისთვის ნიდერლანდური გრანდი საბოლოო პასუხის თქმას ჯერ კიდევ არ ჩქარობს. გიორგი მიქაუტაძე მოლოდინის რეჟიმშია.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, "მეცის" მთავარმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ დაურეკა ქართველ თავდამსხმელს და უთხრა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ "მეცში" გიორგის დასაბრუნებლად, სადაც ქართველის დიდი იმედი აქვთ.

მოლაპარაკებები პროცესშია, თუმცა არა გადაწყვეტილი. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დღეს გიორგი მიქაუტაძემ მეცში სამედიცინო შემოწმება გაიარა, ტყუილია. ფეხბურთელი კვლავ ნიდერლანდებშია და სათასო მატჩში აიაქსის განაცხადში იქნება. (Geo Team)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.