"სარგებელი ვერცერთმა ვერ მოიტანა" - იტალიაში ხვიჩა და ოსიმენი გააკრიტიკეს » სპორტის ხაზი

"სარგებელი ვერცერთმა ვერ მოიტანა" - იტალიაში ხვიჩა და ოსიმენი გააკრიტიკეს

"სარგებელი ვერცერთმა ვერ მოიტანა" - იტალიაში ხვიჩა და ოსიმენი გააკრიტიკეს
21-12-2023, 11:27
Aa Aa
გაზიარება:

20 დეკემბერს ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ კოპა იტალიის 1/8 ფინალში გიორგი კვერნაძის ფროზინონეს უმასპინძლა და ყველასთვის მოულოდნელად დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრა ვალტერ მაძარიმ გადახალისებული შემადგენლობით დაიწყო, მეორე ტაიმში კი მოედანზე ლიდერებს უხმო, თუმცა ნაპოლიმ შეხვედრა სწორედ მეორე ნახევარში დათმო, პარტენოპეიმ ოთხივე გოლი მეორე 45 წუთში მიიღო.

ცხადია, ნაპოლის ასეთი მარცხი უყურადღებოდ არ დარჩენილა იტალიურ მედიაში, სადაც განსაკუთრებით მაძარის გუნდის ლიდერები, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გააკრიტიკეს. მაგალითისთვის, La Gazzetta dello Sport-მა როგორც ნიგერიელს, ისე ქართველს 10 ბალიანი სისტემიდან 5 ქულა დაუწერა, სიტყვიერად კი მათ უსარგებლოები უწოდა. გარდა ამისა, Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დრიბლინგები უადგილო და უშედეგო იყო.

სხვათაშორის, ნაპოლი წინა სეზონში კოპა იტალიიდან ასევე 1/8 ფინალიდან და ასევე ქართველის გუნდის, კრემონეზეს წინააღმდეგ თამაშის შემდეგ გამოვარდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი