მაურისიო პოჩეტინო: "ამ გუნდის უნდა ირწმუნოთ, ერთად ბევრს მივაღწევთ" » სპორტის ხაზი

მაურისიო პოჩეტინო: "ამ გუნდის უნდა ირწმუნოთ, ერთად ბევრს მივაღწევთ"

მაურისიო პოჩეტინო: "ამ გუნდის უნდა ირწმუნოთ, ერთად ბევრს მივაღწევთ"
20-12-2023, 14:51
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის ჩელსიმ საკუთარი მენტალიტეტი და დიდებულება ინგლისის თასის მეოთხედფინალში ნიუკასლთან გამოავლინა.

ჩელსი 91 წუთამდე მარცხდებოდა, თუმცა მიხაილო მუდრიკის გოლით წონასწორობა აღადგინეს და თერთმეტ მეტრიანების სერიაში აუღელვებლად იმარჯვეს.

რა თქმა უნდა ამ გამარჯვებით გუნდის მთავარი მწვრთნელი კმაყოფილი იყო და პრესკომფერენციაც გამართა, სადაც გულშემატკივარს მიმართა:

"ეს გუნდი დღითიდღე იზრდება, პროცესს უნდა ენდოთ, დღეს ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ და უმძიმესი შეხვედრა მოვიგეთ.

მადლობა გულშემატკივარს და ფეხბურთელებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და სასურველი შედეგი დადეს." - აცხადებს პოჩეტინო.

შეგახსენებთ, რომ ჩელსი კარაბაო თასის მოგების შემთხვევაში კონფერენს ლიგის საგზურს გაინაღდებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი