წარმოუდეგენელი მარცხი - ნაპოლიმ იტალიის თასზე ანტირეკორდი გაიმეორა » სპორტის ხაზი

წარმოუდეგენელი მარცხი - ნაპოლიმ იტალიის თასზე ანტირეკორდი გაიმეორა

წარმოუდეგენელი მარცხი - ნაპოლიმ იტალიის თასზე ანტირეკორდი გაიმეორა
20-12-2023, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის თასის გათამაშება "ნაპოლისთვის" ნაადრევად დასრულდა, ნეაპოლიტანელები "ფროზინონესთან" გამანადგურებელი ანგარიშის სხვაობით 0:4 დამარცხდნენ.

ასეთი ანგარიშით "ნაპოლიმ" სახლში ბოლოს 1958 წელს რომის ლაციოსთან წააგო, შესაბამისად პარტენოპიემ ანტირეკორდი გაიმეორა და ეს დღე კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.

"ფროზინონეს" ძირითად შემადგენლობაში ქართველი გიორგი კვერნაძე გამოჩნდა, რომელმაც პირველი ტაიმი ითამაშა, რაც შეეხება კვარაცხელიას იგი მოედანზე 64 წუთზე შემოვიდა, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, თუმცა გარდატეხის მოხდენა ვერც მან მოახერხა და "ნაპოლი" სენსაციურად დამარცხდა.

კვერნაძის გუნდი მეოთხედფინალში "იუვენტუსისა" და "სალერნიტანას" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი