"ჩვენი ახალი ლომი" - ფროზინონემ გიორგი კვერნაძე ოფიციალურად წარადგინა » სპორტის ხაზი

"ჩვენი ახალი ლომი" - ფროზინონემ გიორგი კვერნაძე ოფიციალურად წარადგინა

"ჩვენი ახალი ლომი" - ფროზინონემ გიორგი კვერნაძე ოფიციალურად წარადგინა
5-07-2023, 12:56
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი, გიორგი კვერნაძე გადაბარგდა. ახალგაზრდა ტალანტი უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებულ ფროზინონეში ითამაშებს, რომელმაც გიორგის წარსადგენი პრეზენტაცია გუშინ მოუწყო.

"ჩვენი ახალი ლომი", - ამ სათაურით გამოაქვეყნა გიორგი კვერნაძის ფოტო ფროზინონემ თავის ოფიციალურ გვერდზე, რომლის კომენტარებშიც ადგილობრივი გულშემატკივრები ქართველ მოთამაშეს წარმატებას უსურვებენ.

სხვათაშორის, გუშინ გამოქვეყნებულ სტატიაში (იტალიური მედია) წერდნენ, რომ გიორგი კვერნაძე დი ფრანჩესკოსთვის (ფროზინონეს მთავარი მწვრთნელი) ერთ-ერთი მთავარი დაფარული ჯოკერი უნდა იყოს, რის გამოც ქართველი შემტევის ძალიან ეიმედებათ.

ცნობისთვის, გიორგი კვერნაძე ბოლოს ბათუმის დინამოში თამაშობდა, რომელთან ერთადაც მან 7 მატჩი გამართა და 1 საგოლე პასი მიითვალა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ფროზინონეში 1 წლიანი იჯარით გადაბარგდა. სავარაუდოდ, თუ იტალიელები სეზონის ბოლოს გიორგის გამოსყიდვას გადაწყვეტენ, მაშინ მათ ფოთის კოლხეთისთვის (გუნდი, რომელსაც კვერნაძე ეკუთვნის) 3 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი