"გიორგი კვერნაძე დი ფრანჩესკოს დამალული ჯოკერი იქნება" - იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"გიორგი კვერნაძე დი ფრანჩესკოს დამალული ჯოკერი იქნება" - იტალიური მედია

"გიორგი კვერნაძე დი ფრანჩესკოს დამალული ჯოკერი იქნება" - იტალიური მედია
4-07-2023, 19:12
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატში მორიგი ქართველი ითამაშებს, - ის გიორგი კვერნაძეა, რომელიც ფროზინონეს ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

აი, რა გამოხმაურება მოჰყვა ახალგაზრდა ქართველი შემტევის იტალიურ კლუბში გადასვლას:

"მომდევნო სეზონში ფროზინონე ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი იქნება, რომელიც ძალიან ბევრს გააოცებს და ძალიან ბევრისთვის იქნება სეზონის აღმოჩენა. მათი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გიორგი კვერნაძეა, რომელიც კლუბში ახლახანს მივიდა და შეიძლება ითქვას, რომ კვერნაძე სამომავლო პოლიტიკის უმთავრესი წარმომადგენელია. გიორგის ფროზინონეში სათამაშო დრო მიეცემა, თავად კლუბს კი განზრახული აქვს, რომ წლების შემდეგ გიორგი დიდ ფასად გაყიდოს."

"ახალგაზრდა ქართველი ტექნიკური და სწრაფია. შეიძლება ითქვას, რომ ის მთავარი მწვრთნელისთვის მთავარი ჯოკერი იქნება."
- დაწერა Politica7-მა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი