NBA-ში რჩება | რომელ ევროლიგის გუნდს უთხრა უარი სანდრო მამუკელაშვილმა » სპორტის ხაზი

NBA-ში რჩება | რომელ ევროლიგის გუნდს უთხრა უარი სანდრო მამუკელაშვილმა

NBA-ში რჩება | რომელ ევროლიგის გუნდს უთხრა უარი სანდრო მამუკელაშვილმა
19-12-2023, 15:50
Aa Aa
გაზიარება:

როგორც solobasket-მა დაწერა, სანდრო მამუკელაშვილმა ევროლიგის გუნდს ტრანსფერზე უარი უთხრა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ქართველი კალათბურთელის გადაბირებით ცრვენა ზვეზდა ინტერესდებოდა, რომელსაც ამ სეზონში ტრავმიანობა კრიტიკულად აწუხებს. მათი მიზანი სწორედ მაღალი დონის მოთამაშეების დამატება გახლავთ, ერთ-ერთი ასეთი კი სწორედ მამუკელაშვილია.

მიუხედავად იმისა, რომ მამუკელაშვილი სან ანტონიოში ბევრ დროს ნამდვილად ვერ იღებს, მისი მიზანი მაინც ამერიკაში დარჩენა და განვითარებისკენ სვლაა. როგორც ჩანს, სანდროს უკვე მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ NBA არ დატოვოს.

სხვათაშორის, ცრვენა ზვეზდას კავშირი ჰქონდა ტი ჯეი უორენთანაც, თუმცა სერბებმა მისგანაც უარი მიიღეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი